ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის დელეგაცია ჩრდილო კორეის ლიდერს შეხვდა


სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯეინის სპეციალური წარმომადგენლები ორშაბათს, სავარაუდოდ, ჩრდილეთ კორეის ლიდერს შეხვდნენ. მედიაში გავრცელებული ამ ინფორმაციის თანახმად, კიმ ჩენ უნმა სამხრეთ კორეის დელეგაციას სადილზე უმასპინძლა.

10-წევრიან დელაგაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ხელმძღვანელობდა. ისინი სეულიდან პირდაპირ ფხენიანში ჩაფრინდნენ. ოფიციალური განცხადების თანახმად, მათ უნდა გადასცენ კიმ ჩენ უნს სამხრეთელი კოლეგის მოსაზრებები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებისა და მუდმივი მშვიდობის დამყარების თაობაზე.

უსაფრთხოების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჩრდილოეთით გაფრენისას განაცხადა, რომ ის ასევე ეცდება დაარწმუნოს კიმ ჩენ უნი ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის აუცილებლობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG