ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეაში ეკლესიები გაიხსნა


ორთვიანი პაუზის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კორეაში დიდი ეკლესიები დღეს გაიხსნა.

ხელისუფლებამ, ეკლესიებზე შეზღუდვები მხოლოდ მას შემდეგ შემასუბუქა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. თუმცა, ეკლესიებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, როგორიცაა სოციალური დისტანცირება და ნიღბების სავალდებულო ტარება მრევლისთვის.

სეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი, მრევლს მოუწოდებს, ეკლესიაში მისვლამდე რეგისტრაცია ონლაინ გაიარონ. ეკლესიაში, რომელიც 3000 ადამიანს იტევს, სოციალური დისტანცირებით, მსახურებებზე დასწრებას ერთდროულად მხოლოდ 700 ადამიანი შეძლებს.

სამხრეთ კორეაში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდაპირველი წყარო სწორედ ეკლესია იყო - ქვეყანაში ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი, 10 728 შემთხვევა ერთ-ერთ ეკლესიასთან იყო დაკავშირებული.

ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის შემდეგ, პირვეილი დიდი ეპიდაფეთქება სწორედ სამხრეთ კორეაში დაფიქსირდა. ქვეყანამ, პირველივე ეტაპზე ე.წ. აგრესიული ტესტირება და ინფიცირებულთა კონტაქტების მკაცრი კვლევა დაიწყო.

ამ დროის მონაცემებით, დღეს სამხრეთ კორეაში ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული 10 შემთხვევა გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG