ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეის ორი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ესაუბრონ.

ჩუნგ ეუი იონგმა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა და ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, სუჰ ჰუნმა სეული უკვე დატოვეს. ისინი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერს შეხვდებიან.

ჩუნგ ეუი იონგის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მხარე დათანხმდება ბირთვულ განიარაღებას თუ ქვეყნის და რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო საფრთხე აღარ იარსებებს.

ჩრდილოეთ კორეის თანხმობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს, შესაძლოა, კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს. თუმცა, მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ფხენიანის მხრიდან მხოლოდ მცდელობის ნაწილია ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესარბილებლად.

ფხენიანმა ასევე მიანიშნა, რომ მზად არის ამერიკის შეერთებულ შტატებს ესაუბროს. ინფორმაცია სამხრეთ კორეის დელეგაციის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ გავრცელდა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელმა ჩუნგ ეუი-იონგმა განაცხადა. ამასთან, ორი კორეის ლიდერები დემილიტარიზებულ ზონაში სამხრეთ კორეის მხარეს, სავარაუდოდ, შეხვედრას გამართავენ. ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის, 2007 წლის შემდეგ, პირველი შეხვედრა იქნება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამერიკა უნდა იყოს ფრთხილი და რეალისტური, როდესაც საქმე ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკეებს შეეხება.

პრეზიდენტი ტრამპი ფხენიანის წინადადებას ფრთხილი ოპტიმიზმით შეხვდა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის სურვილი ჩაერთოს მოლაპარაკებებში „გულწრფელია“, მაგრამ აღნიშნა, რომ ფხენიანის მხრიდან გაკეთებულმა პოზიტიურმა სვლამ შესაძლოა „ცრუ იმედები“ გააჩინოს. ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დატოვებს სანქციებს ძალაში თუ ფხენიანი მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ გადადგამს საკუთარი ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG