ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კორეა, ქვეყანაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის ფონზე, ჩრდილოეთ კორეასთან დიპლომატიურ ურთიერთობებში ნელა, მაგრამ სტაბილურად დაწინაურდა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა ფხენიანის სარაკეტო და ბირთვული გამოცდების პროვოკაციული პროცესის დროებით შეჩერება შეძლო. თუმცა, კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა დათმობაზე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების მიზნით წავიდა და ბირთვული პროგრამების დათმობას არ გეგმავს.

გარდა იმისა, რომ ოლიმპიადის გახსნაზე ორივე ქვეყანა ნეიტრალური, საერთო დროშით გამოვიდა, ქვეყანაში კიმ ჩენ ინის და, იმ იო ჩენი ჩავიდა. მეორე მსოფლიო ომის და კორეის ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მტრულად განწყობილ მეზობელ ქვეყანაში ქვეყნის მმართველი ოჯახის წევრი იმყოფებოდა. იმ იო ჩენმა სამხრეთ კორეის ლიდერი ფხენიანში სამიტზე მიიწვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG