ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ აფრიკა მილიარდობით დოლარის იარაღს ჰყიდის


სამხრეთ აფრიკა მილიარდობით დოლარის იარაღს ჰყიდის
სამხრეთ აფრიკა მილიარდობით დოლარის იარაღს ჰყიდის

სამხრეთ აფრიკის ყოველკვირეულმა გაზეთმა გაავრცელა მთავრობის გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ვლინდება, რომ ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დროს, სამხრეთ აფრიკამ ამ ქვეყნებზე მილიარდობით დოლარის იარაღი გაყიდა.

გაზეთ "სანდი ინდეფენდენთის" ცნობით, მიუხედავად იმისა,რომ სამხრეთ აფრიკაში მსგავსი გარიგებები კანონით იკრძალება, ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანამ იარაღი ალჟირის, აზერბაიჯანის, ბაჰრეინის, ჩინეთის, პაკისტანისა და სირიის სახელმწიფოებზე გაყიდა.

ამ დოკუმენტიდან გამჟღავნდა ,რომ 2003 წლიდან 2009 წლამდე სამხრეთ აფრიკიდან ლიბიამ 12 მილიონი დოლარის საფასურის იარაღი გაიტანა. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ აფრიკას ლიბიაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების დროს ამ ქვეყნისთვის იარაღია არ მიუყიდია.

XS
SM
MD
LG