ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კაროლინა დემოკრატიული პარტიის დებატებს უმასპინძლებს


საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად, შვიდი კანდიდატი სამხრეთ კაროლინაში მორიგ დებატებში დაუპირისპირდება ერთმანეთს.

ვერმონტის სენატორმა ბერნი სანდერსმა სამშაბათს ნევადაში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სანდერსს ყველა სხვა დემოკრატ კანდიდატთან შედარებით მეტი დელეგატის ხმა აქვს მოგროვებული. დელეგატების ხმების რაოდენობა გადაწყვეტს იმას, თუ ვის შეარჩევს დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო კანდიდატად, რომელიც არჩევნებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.

კანდიდატებს შორის დაწინაურება, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ბერნი სანდრერსი დებატების დროს თანაპარტიელების სამიზნე იქნება. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სამხრეთ კაროლინაში ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანდერსზე მაღალი მხარდაჭერა აქვს, რამაც შესაძლოა, ისიც გახადოს დებატების გამოკვეთილი სამიზნე.

გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ მილიარდერ ტომ სტეიერს შესაძლოა თავის წარმოჩენის აქამდე არნახული შესაძლებლობა მიეცეს. ის სამხრეთ კაროლინაში გამოკითხვებში მესამე ადგილზეა და მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ქალაქ საუთ-ბენდის ყოფილ მერ პიტ ბუტეჯეჯს, სენატორ ელიზაბეტ უორენს და სენატორ ემი კლობუჩარს.

დემოკრატიული პარტიის მიერ კანდიდატის შერჩევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი 3 მარტი იქნება, როცა შიდაპარტიული არჩევნები 14 შტატში ჩატარდება. ამ დღეს კანდიდატებს 1,357 დელეგატის ხმების მოპოვება შეეძლებათ. სამხრეთ კაროლინაში დელეგატების რაოდენობა 54-ია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG