ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირაკლი კობახიძე ვაშინგტონშია


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტი სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის (საქართველო-მოლდოვა-უკრაინა) ფარგლებში ხორციელდება.

გუშინ ის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს კონგრესმენებს ტედ პოსა და ჯერი კონელის, ასევე კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარეებს - პიტერ როსკამსა და დევიდ პრაისს შეხვდა. დღეს იგი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს პოლ რაიანსს შეხვდება.

მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე რონ ჯონსონთან და თანათავმჯდომარე კრის მერფისთან ისაუბრებს. დღესვე ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან იგეგმება მისი შეხვედრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG