ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის დედაქალაქში 6 ადამიანი დაიღუპა


დღეს მოგადიშუში მომხდარ აფეთქებაში, სულ ცოტა, 6 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მანქანის აფეთქების გამო, 16 ადამიანი დაშავდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ აფეთქება ძალიან ძლიერი იყო და შენობაც დააზიანა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სამხედრო დაჯგუფება ალ-შაბაბმა აიღო.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, თვითმკვლელმა ტერორისტმა იმავე უბანში კიდევ ერთი აფეთქება მოაწყო. 2 სექტემბერს მომხდარ ინციდენტში 3 ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG