სომალელი მეკობრეების ტყვეობაში კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური აღმოჩნდა.
ევროკავშირის განცხადებით, სომალელმა მეკობრეებმა მორიგი გემი დაატყვევეს. პანამის დროშით მცურავ გემს მალაიზიიდან ეგვიპტეში ბოსტნეულის ზეთი მიჰქონდა და მის პორტზე 31 მეზღვაური იყო. მეკობრეები გემს ინდოეთის ოკეანეში დაესხნენ თავს.
24 ტონიანი ტანკერის ეკიპაჟის წევრებიდან ერთი მეზღვაური ქართველია, 23 ტუნისიელი, ოთხი ფილიპინელი, ერთი ხორვატი, ერთი, რუსი და ერთი მოროკოელი.
მეკობბრეებს ამ დროისთვის 20 გემი და 430 ადამიანზე მეტი ჰყვათ დატყვევებული.