ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელმა მეამბოხებმა ასადის რეჟიმის 28 ჯარისკაცი მოკლეს


დამასკოს შორიახლოს, სირიელმა მეამბოხებმა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის 28 ჯარისკაცი მოკლეს. ამ ინფორმაციას ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

ჯარისკაცებს თავს დაესხნენ, მაშინ როცა ისინი ქალაქ ალ-რიჰანისკენ გადაადგილდებოდნენ. უფლებათა ცენტრის განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG