„სოლარ იმპულსი 2“ მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი გახდა, რომელმაც მსოფლიოს მხოლოდ მზის ენერგიის ხარჯზე შემოუფრინა.
შვეიცარიელების მიერ შექმნილი თვითმფრინავი დღეს აბუ-დაბიში დაეშვა, სადაც ერთი წლის წინ დაწყებული, 40 ათას კილომეტრიანი ეპიკური მოგზაურობა დასრულდა.
მზის თვითმფრინავმა მსოფლიოში 16 გაჩერება მოახდინა და საწვავის ერთი წვეთიც არ გამოუყენებია.