ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი კვლავ აეროპორტშია


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ დრომდე უარს აცხადებს სნოუდენის ამერიკაში ექსტრადიციაზე

რუსეთის ფედერალური საემიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმირ ვოლოხი ამბობს, რომ სნოუდენისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი შერემეტიევოს აეროპორტის ტრანზიტული ზონაა, სადაც საემიგრაციო სამსახურის იურისდიქცია ვრცელდება.

ვოლოხმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა რუსეთის იუსტიციის მინისტრს წერილი გაუგზავნა და პირობა მისცა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში სნოუდენი სიკვდილით არ დაისჯება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ დრომდე უარს აცხადებს სნოუდენის ამერიკაში ექსტრადიციაზე. ის ამბობს, რომ სნოუდენი თავისუფალი კაცია.
XS
SM
MD
LG