ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნაგავსაყრელის ხანძრის გამო ბელგრადში ისევ კვამლი და ცუდი სუნია


ბელგრადის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელზე გაჩენილი ცეცხლი უკვე კონტროლს ექვემდებარება - აცხადებს ბელგრადის ხელისუფლება. თუმცა სუნი და კვამლი, რომელიც მთელ ქალაქში გავრცელდა, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება შესამჩნევი და საგრძნობი.

7 აგვისტოს ნაგავსაყრელზე გაჩენილი ხანძრის გამო ბელგრადის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვამლმა და ცუდმა სუნმა შეაწუხა. ქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ცეცხლის სრულად ჩაქრობის მცდელობა გაგრძელდება და ახალი ხანძრის გაჩენის საშიშროება არ არსებობს. ქალაქის ჯანდაცვის სამსახურმა მოქალაქეებს ფანჯრების დახურვა და სახლში დარჩენა ურჩია. უწყების მტკიცებით, დამაბინძურებლები ჰაერში დაშვებულ ზღვარს არ აჭარბებს. მერის მოადგილემ, გორან ვესიჩმა თქვა, რომ კვამლი 5-6 დღის განმავლობაში კვლავ საგრძნობი იქნება. თუმცა გარემოსდამცველები მერის მოადგილეს ადანაშაულებენ, რომ ხანძრის მიზეზების შესწავლა არ ხდება და არც ამის თავიდან აცილებას ცდილობენ.

ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურების წყარო იყო. მისი დახურვისა და სხვა ტერიტორიაზე გადატანის არაერთი გეგმის, უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტიციის მიუხედავად, ის კვლავ ბელგრადის 2 მილიონი მცხოვრების მახლობლად რჩება. 2017 წელს გაჩენილი ხანძარი ნაგავსაყრელზე თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG