ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პატარა ქალაქში ტერორიზმი აშინებთ


უცხოელების მიერ ამერიკაში მოწყობილი ტერორისტული აქტების რაოდენობა ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ თუნდაც ისეთ წყნარ ადგილებში, როგორიც ამერიკის ცენტრალური შტატებია, ჯიჰადის შიში განსაკუთრებულად დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოდან" მოდის. ამერიკის ხმის წარმომადგენელი დიპაკ დობალი ვისკონსინის შტატის ქალაქ ბოსკობელის მცხოვრებლებს გაესაუბრა.

ტოდ შმიტი ამბობს რომ მის პატარაობაში ბავშვები თავისუფლად თამაშობდნენ ქუჩაში, მეზობლებთანაც უპრობლემოდ ჰქონდათ მიმოსვლა და ეს ყველაფერი, ტერორიზმიდან გამოწვეული შიშის გარეშე ხდებოდა.

„ეს ყველაფერი უკვე მოდებულია აქაურობას, იცით თქვენ რაზეც ვსაუბრობ... ეს ყველაფერი აქაა. მე მჯერა, რომ „აისისი“ დღეს ამერიკაშია და ამ ყველაფრის შესახებ ჩვენ უბრალოდ არაფერი ვიცით დღეს. ჩვენ არ ვიცით სად არიან ისინი. მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად და უპრობლემოდ გაჩნდნენ საავადმყოფოში ან ბარში, ისევე როგორც ეს მათ ფლორიდაში და კალიფორნიაში გააკეთეს.“

თითქოს ეს პრობლემა ბოსკობელის მცხოვრებლებისგან შორს არის. პროცენტულად, ხუთჯერ უფრო დიდი შანსია ამერიკელი პოლიციის ტყვიამ იმსხვერპლოს, ვიდრე უცხო ქვეყანაში დაბადებულმა ტერორისტმა და მიუხედავად ამისა, ქალაქებში ძალადობა მაინც ხდება.

ამ ყველაფრის შიში ხელს უწყობს იმის სურვილს, რომ ამერიკის საზღვრები უფრო მჭიდროდ იქნას დაცული.

„დიახ, გვინდა რომ ადამიანები დასახლდნენ აქ და ამიტომაც ვართ ყველაზე ბრწყინვალე ერი მსოფლიოში, მაგრამ ასევე გვაღელვებს და გვინდა რომ გავიგოთ ვინ არიან ისინი, ვისაც აქ დასახლება სურს, საიდან მოდიან და რა ინტერესები აქვთ.“

მაგრამ უმრავლესობისგან განსხვავებით, შმიტს არ სურს ყოვლისმომცველი შეზღუდვები იხილოს.

"უბრალოდ, უფრო მეტად დაკვირვებული უნდა იყო ვინ შემოდის და ვინ გადის, ვგულისხმობ იმას, რომ ხალხის უმეტესობა აქ იმიტომ არაა რომ მე, ჩემი ოჯახი ან დანარჩენი ამერიკელები დაგვხოცონ,“-ამბობს ის და გვიტყდება, რომ მოხარული იქნებოდა კანონი რომ ძალაში იყოს და ასევე უფრო მეტად აღსრულებადი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG