ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი სირიას აფრთხილებს


პარლამენტმა აუცილებლობის შემთხვევაში სამხედრო ოპერაციების განხორციელების უფლება გასცა

თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიას მკაცრ გაფრთხილებას აძლევს საზღვრის გასწვრივ განმეორებით თავდასხმებთან დაკავშირებით.

სტამბოლში მყოფმა პრემიერმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა არ უნდა გამოსცადოს თურქეთის მოთმინება და ანალოგიურ შემთხვევაში საპასუხო რეაქციას უნდა ელოდეს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სირიის სამთავრობო ძალებმა დაბომბეს თურქეთის სასაზღვრო ქალაქი აქაჩკალე, რის შედეგადაც დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. სირიის თავდასხმას თურქეთმა ცეცხლის გახსნით უპასუხა, ხოლო პარლამენტმა აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთის საზღვრებს გარეთ სამხედრო ოპერაციების განხორციელების უფლება გასცა.

XS
SM
MD
LG