ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელ-პასოს სავაჭრო კომპლექსში სროლის შედეგად არის მსხვერპლი


ტეხასის ქალაქ ელ-პასოში, მექსიკის საზღვარზე, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ წინასწარი სამი ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილია ერთერთი მათგანი - 21 წლის ახალგაზრდა. შემთხვევის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მომხდარის შესახებ აცნობეს პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც უქმეებს ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე გოლფის კურორტზე ატარებს.

ტეხასის აღნიშნულ ოლქს წარმოადგენს კონგრესმენი და ახლა აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მებრძოლი ბეტო ორურკი. მან საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და ელ-პასოსში ჩავიდა. იქ მისი ოჯახი ცხოვრობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG