ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავარიულ გემზე მგზავრების მდგომარეობა გართულდა


მგზავრების უმეტესობის თქმით, გემზე ზოგიერთი კაიუტა და გასასვლელი წყლითაა დატბორილი, რის გამოც მათ ღამის გათენება გემბანზე უწევთ

მექსიკის ყურეში საკრუიზო ავარიული გემის მგზავრთა განცხადებით, საწვავთან და საკვებთან დაკავშირებით მათ განუწყვეტლივ პრობლემები ექმნებათ.

4000 მგზავრით დატვირთული ხომალდი ტეხასის შტატის საპორტო ქალაქ გალვესტონიდან ხუთშაბათს გავიდა. გემს ოთხდღიანი კრუიზი უნდა შეესრულებინა. თუმცა კვირას ძრავის კაიუტაში გაჩენილმა ცეცხლმა სარეზერვო ენერგიის წყარო გათიშა. რამაც წყალი და წყალგაყვანილობის სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა.

მგზავრების უმეტესობის თქმით, გემზე ზოგიერთი კაიუტა და გასასვლელი წყლითაა დატბორილი, რის გამოც მათ ღამის გათენება გემბანზე უწევთ.
XS
SM
MD
LG