ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბეს ვიზიტი ამერიკა-იაპონიის მყარ კავშირებზე მიუთითებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე დღეს პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად პერლ ჰარბორის მემორიალს ესტუმრა. აბე იაპონიის პორველი ლიდერია, რომელმაც 1941 წელს იაპონიის თავდასხმისას 2400-მდე დაღუპულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი მოინახულა.

იაპონიის ლიდერის ისტორიული სტუმრობა შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის მყარი კავშირების გამოხატულებაა. ჰავაიში, ამერიკის საზღვაო ბაზაზე იაპონიის მიერ მიტანილმა საჰაერო შეტევამ მაშინ აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვა გამოიწვია.

ჯეფრი ჰორნანგი ვაშინგტონში ბაზირებული ამერიკულ-იაპონური ორგანიზაციის „სასაკავას მშვიდობის ინსტიტუტის“ მკვლევარი ამბობს, რომ ამ ვიზიტის მიზანი ერთგვარი მესიჯის გაგზავნაა. მესიჯის მიმღებებს შორის, მისი თქმით, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიცაა, რომელიც იაპონიაში, ამერიკის სამხედრო ჩართულობაში იაპონიის ფინანსურ როლს აკრიტიკებდა.

„ეს სიმბოლური მესიჯია, არა მხოლოდ ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, მესიჯი, რომ ამერიკა-იაპონიის ალიანსი დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რომ ჩვენ შეგვიძლია წარსული პრობლემების გადალახვა და ამ პრობლემების მიუხედავად მოკავშირეებად დარჩენა,“ ამბობს ჰორნანგი.

მისივე თქმით, უკანასკნელი 75 წლის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ომით გამოწვეული მწარე მოგონებები, თანდათან, გაუფერულდა:

„ახალი თაობის დიდმა ნაწილმა, რა თქმა უნდა, არ იცის პერლ ჰარბორის შესახებ. საოცრებაა იმის ნახვა, თუ როგორ გახდა ეს ორი, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყანა, ახლო მოკავშირე.“

ჰორნანგი ასევე დასძენს, რომ აბე და იაპონიის სხვა მაღალჩინოსნები წუხან, რომ ტრამპმა, წინამორბედისგან განსხვავებით, შესაძლოა, იაპონიასთან ასეთი ახლო კავშირები არ შეინარჩუნოს.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG