ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 ქართველი გმირის ამბავი - დიმიტრი ცინცაძის ფილმში "შინდისი"


17 გმირის ისტორია, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში 11 წლის წინ დაიღუპა, დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" მთავარი თემაა. ეს კინოსურათი ოსკარისთვის იბრძოლებს. მანამდე კი ფილმი სხვადასხვა საერთაშორისო პრიზების მოპოვებას განაგრძობს.

ქართული ფილმი "შინდისი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:24 0:00

ფილმი "შინდისი" რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ისტორია კი 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში განვითარდა, მაშინ, როდესაც საქართველოს მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულს რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელთა ასეული დაესხა თავს. უთანასწორო ბრძოლაში რუსული საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა 17 ქართველი სამხედრო მოკლეს. სწორედ ეს ისტორია გახდა რეჟისორის შთაგონების წყარო.

"შინდისი" უკვე რამდენიმე ჯილდოს მფლობელია. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ბოლოს ჰოლივუდში იმყოფებოდა, სადაც რეჟისორ დიმიტრი ცინცაძეს, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს.

ფილმი "შინდისი" მთლიანად ქართული პროდუქტია და მისი გადაღებები რამდენიმე თვის განმავლობაში გორში მიმდინარეობდა. "შინდისი" წელს საქართველოს სახელით ოსკარისათვის იბრძოლებს.

ამერიკის კინოაკადემიის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში 93 ფილმია წარდგენილი, მათგან ფინალური ტურისთვის 10 ფილმი უნდა შეირჩეს.

მოხვდება თუ არა საუკეთესო ათეულში ქართული ფილმი "შინდისი" დეკემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ამავე კატეგორიაშია წარდგენილი, კიდევ ერთი ქართულენოვანი ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ". შვედურ-ფრანგული კინოპროდუქტი ოსკარზე შვედეთის სახელით არის წარდგენილი.

საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიას სახელი წელს შეეცვალა, აქამდე კატეგორია საუკეთესო უცხოენოვან ფილმად იყო ცნობილი. გასულ წელს, ამ ნომინაციაში გამარჯვება მექსიკურმა ფილმმა "რომა" მოიპოვა. ოსკარზე ამავე ნომინაციაში წარდგენილი იყო : გერმანიის, იაპონიის, ლიბანის და პოლონეთის ფილმები.

წელს ოსკარების ცერემონია 2020 წლის 9 თებერვალს გაიმართება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG