ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შიმონ პერეზის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა


პერეზი ( მარცხნივ)
პერეზი ( მარცხნივ)

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერეზის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პერეზმა ინსულტი ხუთშაბათს გადაიტანა. ყოფილი პრეზიდენტი თელავივის ჰოსპიტალში, ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ჯანმრთელობის ყველა პარამეტრი სტაბილურია, იქნება ეს წნევა თუ გულის მუშაობა,“ უთხრა ჟურნალისტებზე პერეზის სიძემ და მისმა პირადმა ექიმმა რაფი უალდენმა, რომელმაც იქვე დასძინა, რომ მაღალია ყოფილი პრეზიდენტის გადარჩენის შანსები.

93 წლის პერეზმა მსუბუქი ინფარქტი გასულ იანვარს გადაიტანა, თუმცა ჩვეულ აქტიურ სამუშაო გრაფიკს მალევე დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG