ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა


სირიაში ამერიკელი ჟურნალისტი დაიღუპა

შადიდთან ერთად „თაიმსის“ ფოტოგრაფიც მოგზაურობდა, რომელმაც მისი ცხედარი თურქეთამდე გადაასვენა.

ამერიკული გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსის“ კორესპონდენტი ანტონი შადიდი სირიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

გაზეთის განცხადებით, შადიდი 43 წლის იყო. მას სირიიდან წამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ასთმის შეტევა დაეწყო. შადიდი უკანასკნელი კვირის განმავლობაში, სირიიდან ბაშარ ალ ასადის ოპოზიციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა. შადიდთან ერთად „თაიმსის“ ფოტოგრაფიც მოგზაურობდა, რომელმაც მისი ცხედარი თურქეთამდე გადაასვენა.

შადიდი ლიბანური წარმოშობის ამერიკელი იყო, რომელიც უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ახლო ამოსავლეთის საკითხებზე წერდა ცნობილი ამერიკული გაზეთებისა და პუბლიკაციებისთვის.

XS
SM
MD
LG