ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტორნადოების ციკლმა ამერიკაში 4 შტატი ძლიერად დააზიანა


ამერიკის ამინდის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ ტორნადოების ციკლის შემდეგ, ძლიერადაა დაზარალებული სამხრეთის 4 შტატი. ისინი ელიან, რომ ტორნადოების ციკლი კვლავ განმეორდება.

ბიუროში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ 129 სხვადასხვა შეტყობინება მიიღეს. მათ შორის, 21 ტორნადოს შესახებ იყო. ზოგიერთმა მათგანმა ძლიერად დააზიანა სახლები და ბიზნესები ალაბამასა და მისისიპის შტატებში.

ამინდის ბიუროს განცხადებით, ამინდის გაუარესების გამო, სერიოზული ზიანი მიადგა მისისიპის, ლუიზიანის, ტენესისა და ალაბამის შტატებს. ალაბამისა და მისისიპის შტატებს შორის საზღვარზე კი ბეისბოლის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა.

სინოპტიკოსებმა ოთხშაბათს გაავრცელეს გაფრთხილება და თქვეს, რომ ძლიერ წვიმას ელოდებიან ტეხასის ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთ ილინოისამდე და კაროლინის აღმოსავლეთით.

ამინდის ეროვნულმა ბიურომ, ასევე გაავრცელა ინფორმაცია 50 ახალი ტორნადოს შესახებ. ისინი აფრთხილებენ ალაბამის, არკანზასის, ტეხასის, მისისიპის და ოკლაჰომის შტატებს, რომ უახლოეს მომავალში ტორნადოების ციკლი კვლავ განმეორდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG