ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაშავებულები და დაკავებულები - ბელგრადში საფეხბურთო მატჩის შედეგები 


100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და რამდენიმე დაშავდა, მას შემდეგ რაც ბელგრადში გუნდმა "რედ სტარ ბელგრად" ეროვნული ლიგის ტიტული მოიპოვა. გამარჯვება გულშემატკივრებმა გამარჯვება თავდაპირველად ფოიერვერკებით და შეძახილებით აღნიშნეს, შემდეგ კი ზეიმი არეულობაში გადაიზარდა. მდინარე სავას ნაპირიდან გახარებული გულშემატკივარი, რესტორნებსა და ბარებში შეიჭრა და ინვენტარი სრულად გაანადგურა.

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კერძო სექტორის დაცვის სამსახურსა და გულშემატკივრებს შორისაც. მალევე პროცესში პოლიცია ჩაერთო. არსებული ინფორმაციით დაკავებულია 130-მდე ადამიანი. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, თუმცა მძიმე დაზიანებები არავის მიუღია.

"ეს მისაღები ვერ იქნება. ის ნაძირლები, რომლებმაც შეარცხვინეს ჩვენი ქალაქი, და ჩვენი გუნდის გამარჯვება ასე სამარცხვინოდ აღნიშნეს, იმსახურებენ მკაცრ სასჯელს,"- ამბობს სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

"რედ სტარ ბელგრად"-ის მხარდამჭერებს ხელისუფლებამ შეკრების უფლება პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად მაინც მისცა, რადგან მატჩის საყურებლად დაგეგმილი ღონისძიებები ადრე იყო ორგანიზებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG