ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალი კონგრესმენები სექსუალურ შევიწროვებაზე ყვებიან


რამდენიმე ამერიკელი ქალი კანონმდებელი ამბობს, რომ წლების წინ სექსუალურ შევიწროვებას განიცდიდა მამაკაცი კოლეგების მხრიდან.

"ესოშიეითიდ პრესის" მიერ პარასკევს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ინციდენტები წლების და ზოგი კი ათწლეულების წინაც კი მოხდა, თუმცა ისინი მამაკაცების ვინაობის დასახელებას არ აპირებენ.

"როდესაც მე კონგრესის ძალიან ახალი წევრი ვიყავი, იყო ერთი, ჩემზე უფროსი დაქორწინებული მამაკაცი კონგრესმენი, რომელიც სექსუალურად მავიწროვებდა, ცდილობდა ეს ხუმრობად და არასერიოზულად წარმოედგინა, თუმცა ეს მეორდებოდა და მე სულ ვცდილობდი მისგან თავის შორს დაჭერას", - ამბობს რესპუბლიკელი კანონმდებელი ლინდა სანჩესი.

ის ასევე იხსენებს, როგორ შეეხო ერთხელ უხამსად სხვა მამაკაცი კოლეგაც, თუმცა მან შემდეგ თავი მოაჩვენა თითქოს ეს შემთხვევით მოხდა. სანჩესი ამბობს, რომ არც ერთი მათგანის ვინაობას არ დაასახელებს, რადგან მიაჩნია, რომ ეს არავის დაეხმარება.

მარი ბონო კიდევ ერთი ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც მსგავსი განცხადება გააკეთა, თქვა, რომ მისმა ერთ-ერთმა მამაკაცმა კოლეგამ ერთხელ უთხრა, რომ მასზე ფიქრობდა, როდესაც შხაპს იღებდა. ბონოს თქმით, მან ამ კომენტარის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, და ეს აღარ განმეორებულა.

"ეს კვლავ მამაკაცთა სამყაროა. ვცდილობდი თავი ისე დამეჭირა, რომ ბალანსი დამეცვა, ეს იყო ჩემი მეთოდი" - ამბობს ბონო და დასძენს, რომ ის მამაკაცი კვლავ კონგრესმენია.

მსგავსი კომენტარების გამოციდლების შესახებ ისაუბრა ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჰილდა სოლისმაც. თქვა, რომ ის ხშირად ისმენდა არასასურველ კომენტარებს მამაკაცი კოლეგის მხრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG