ოფიციალური ამსტერდამის ინფორმაციით, ტრიპოლიში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის 103 მგზავრიდან 70 ჰოლანდიის მოქალაქეა.
მათ შორის ერთადერთი გადარჩენილი ბავშვის მშობლები და ძმა, რომლებიც ლიბიის დედაქალაქში მომხდარი კატასტროფისას დაიღუპნენ.
მიუხედავად ორივე ფეხის მოტეხილობისა, 9 წლის ჰოლანდიელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილიბელია. გამოკვლევები მას ლიბიის ცენტრალურ საავადმყოფოში უტარდება.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ გადარჩენილის ოჯახი, სამხრეთ აფრიკის საჰარადან სამშობლოში ბრუნდებოდა, როდესაც აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავი, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრიპოლის აეროპორტში აფეთქდა.