სამხრეთ კორეის დედაქალაქის - სეულის მთავრობა აცხადებს, რომ ქალაქის მეტროში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 200 ადამიანი დაშავდა. კატასტროფას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეტრო ავარია ერთერთი მატარებლის რელსებიდან გადასვლამ გამოიწვია, რომლის შემდეგაც ის სადგურზე შეჩერებულ მეორე მატარებელს შეეჯახა. სეულის მეტროს ოფიციალურ პირთა განცხადებით, ავარიის მიზეზი სიგნალის გაუმართავობაა.
მეტროს გვირაბიდან 1000-მდე ადამიანი იქნა ევაკუირებული. მგზავრები სხეულის სხეულის მცირე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეაში 16 აპრილს ბორანი გადაბრუნდა, რომლის შედეგადაც 300 ადამიანი დაიღუპა და უკვალოდ დაიკარგა. დაღუპულებს შორის უმეტესად სკოლის მოსწავლეები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის დედაქალაქის მეტროს ყოველდღიურად ოთხმილიონნახევარი მგზავრი გადაჰყავს.