ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტივენ სესტანოვიჩი: რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული


რუსეთის საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკელმა სპეციალისტმა, ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის დსთ-ს ქვეყნების ყოფილმა კოორდინატორმა ელჩის რანგში და ამჟამად, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მკვლევარმა, ნიუ იორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, სტივენ სესტანოვიჩმა „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციისათვის სატელევიზიო ინტერვიუში, საბჭოთა კავშირის დაშლის 25 წლისთავის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

სტივენ სესტანოვიჩმა აღნიშნა: „25 წლის წინ, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ამას რა მოჰყვებოდა, არავინ იცოდა. არავინ იცოდა, რუსეთი როგორ პოლიტიკას გაატარებდა. არავინ იცოდა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სახელმწიფოებად თუ შედგებოდნენ. დღეს, ზოგიერთ ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს. ვხედავთ, რომ ესენი უმეტესწილად შემდგარი და საკმაოდ წარმატებული სახელმწიფოებია. ზოგიერთი, თავის დემოკრატიულ განვითარებაში აღმოჩნდა წარმატებული, სხვებმა დიქტატურაში მეტ წარმატებას მიაღწიეს. მაგრამ, როგორც ჩანს, ყოველი მათგანი საერთაშორისო არენაზე საკუთარი სუვერენიტეტის შენარჩუნებას ცდილობს. 25 წლის წინ არ არსებობდა იმის რწმენა, რომ ყოფილი რესპუბლიკები სახელმწიფოებრიობას ნამდვილად მიიღებდნენ. ვფიქრობ, ბევრი რუსი დარწმუნებული არ იყო, რომ ეს სახელმწიფოები სიცოცხლეს შეინარჩუნებდნენ. იმასაც კი ვფიქრობ, რომ ბევრი რუსი, ამ რესპუბლიკების ფეხზე დადგომის და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გარდაქმნის შანსებს მინიმალურად მიიჩნევდა. ასე მგონია, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ბევრს გაუკვირდა ეს რომ მოხდა“.

მისი თქმით, ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო რუსეთის ტრაექტორიაა და რომ 25 წლის გასვლის შემდეგაც არ შეიძლება იმის თქმა, თუ ის როგორ განვითარდება. "რუსეთის ბევრი პოლიტიკური ინსტიტუტი ძველებურად, საბჭოთა გამოცდილებით ხასიათდება: სახელმწიფო ბიუროკრატია, სამხედროების და უშიშროების სამსახურის როლი - ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, საბჭოთა დროს ძალიან ჰგავს. ვფიქრობ, 25 წლის წინ რომ მათთვის ამის შესახებ ეთქვათ, რუსეთის ბევრი მოქალაქე იმედგაცრუებული იქნებოდა."

იმედგაცრუებას იწვევს ფინანსური რესურსების ადამიანთა მცირე ჯგუფის ხელში მოქცევა, ამ მდიდარი ადამიანების მიერ ეროვნული პოლიტიკის კონტროლის საშუალება."

სესტანოვიჩის განცხადებით "რა თქმა უნდა, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში არსებული კორუფცია არა მხოლოდ იმედგაცრუება, არამედ ფაქტორია, რომელიც ქრონიკულ უიმედობას იწვევს. ბატონი პუტინი ამას თვითონვე აღიარებს. გასულ გაზაფხულზე, თავის „პირდაპირ ხაზზე“, ის ხელისუფლების ძალმომრეობაზე და უფლებამოსილების გადაჭარბებაზე საუბრობდა. რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული. ბევრი მათგანისთვის, ვისაც 25 წლის წინ კანონის უზენაესობის იმედი ჰქონდა, რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარ ნაკლად წარმოჩნდება“.

სტივენ სესტანოვიჩი არ ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას „უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა, საიდუმლოდ საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნებებს ეფერება.

„უკიდურესად გავოცდებოდი, თუ ბატონი პუტინი იფიქრებდა, რომ დღეს საბჭოთა კავშირის აღდგენა შესაძლებელია. ის ამბობს, რომ ასე არ ფიქრობს და მისი მჯერა. ის თვლის, რომ რუსეთის ინტერესებშია ჰქონდეს ის, რასაც ჩვენ „გავლენის სფეროს“ ვუწოდებთ, ერთგვარი ეკონომიკურად ინტეგრირებული სივრცე, რომელშიც რუსეთს წამყვანი როლი ექნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში, ბევრ სახელმწიფოს ნამდვილი დამოუკიდებლობა და საკუთარი არჩევანის გაკეთება სურს. მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობის შენარჩუნება სურთ.

მაგრამ ისინი ხედავენ, რომ სხვა მეზობლებთან ურთიერთობა ეკონომიკურად უფრო მომგებიანია. ასე მაგალითად, შუა აზიის ქვეყნები აზიისკენ და ახლო აღმოსავლეთისკენ იყურებიან. ევროპულ ნაწილში განლაგებული ყოფილი საბჭოთა რესპუბლ

გავლენის სფეროებზე ბატონ პუტინის ოცნება, რუსეთის მცირე ზომის მეზობლების ეროვნულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება"

იკები ევროკავშირისკენ იყურებიან. მათთვის ეს არჩევანი არ მხოლოდ მომგებიანია, არამედ ეროვნული სიამაყის საგანიცაა. გავლენის სფეროებზე ბატონ პუტინის ოცნება, რუსეთის მცირე ზომის მეზობლების ეროვნულ მისწრაფებებს იმდენად ეწინააღმდეგება, რომ ეს კონფლიქტების ულევი წყარო იქნება. ასეთი პოლიტიკა პრობლემებს კი არ აგვარებს, არამედ პრობლემებს ქმნის. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში, რუსეთის ლიდერები დაიწყებენ იმის გაგებას, რომ ასეთი პოლიტიკა არც თუ ისე შედეგიანია. ის არც რუსეთისთვის და არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის მომგებიანი არ არის. სავარაუდოდ, თანასწორობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკა და იმის გაგება, რომ ქვეყნებს არჩევანის უფლება აქვთ, ყველა მხარისთვის უფრო მომგებიანი იქნება",-დასძინა სესტანოვიჩმა.

თქვენი აზრი

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG