ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სეშენსის საქმეს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს


ჯეფ სეშენსი ჩამოცილდება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ფედერალურ გამოძიებას. ამის შესახებ შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა განცხადება ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მას შემდეგ, რაც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გაჩნდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ჯეფ სეშენსი წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთის ელჩს სერგეი კისლიაკს ორჯერ შეხვდა, გენერალური პროკურორი კონგრესის მოსმენებზე დაიბარეს. კანონმდებლებს კითხვები გაუჩნდათ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დამალა მან აღნიშნული ინფორმაცია სენატში გენერალური პროკურორის პოსტზე დამტკიცების დროს. სხვა საკითხებთან ერთად, მათ ასევე აინტერესებდათ, იყო თუ არა კისლიაკთან შეხვედრებზე საუბარი რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე.

დემოკრატი სენატორების ნაწილი გენერალურ პროკურორს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის გამო პოსტის დატოვებას სთხოვდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ დემოკრატებს ზედმეტი მოსდით, მათ „რეალობის შეგრძნება დაკარგეს“ და ეს ყველაფერი „კუდიანებზე ნადირობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს“.

XS
SM
MD
LG