ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ რეჟისორ სერებრენიკოვს 3 წლით საქმიანობისგან ჩამოცილება მიუსაჯა


მოსკოვის სასამართლომ თეატრისა და კინოს ცნობილ რუს რეჟისორს, კირილ სერებრენიკოვს სახელმწიფო სახსრების მიტაცებისთვის განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საქმის კრიტიკოსები "შეთითხნილს" უწოდებენ. რეჟისორს საქმიანობიდან 3-წლიანი ჩამოცილების განაჩენი გამოუტანეს.

მოსამართლის განჩინების თანახმად, სერებრენიკოვმა, ორ სხვა ეჭვმიტანილთან ერთად, სახელმწიფო სახსრებიდან 129 მილიონი რუბლით ( 2$ მილიონი დოლარი) თეატრალური პროექტი დააფინანსა. მოსამართლის განცხადებით, მათ ჯგუფურად ამ პროქტით პირადი სარგებელი ნახეს და თავიანთი მოქმედებებით, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები მოატყუეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერებრენიკოვის საპატიმროში მოთავსება საჭირო არ არის, თუმცა მას აეკრძალა კულტურული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტის დაკავება. ბრალდება მისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.

სერებრენიკოვი პუტინის ოპოზიციაშია და საპროტესტო აქციებში სისტემატურად მონაწილეობს. სხვა კრიტიკულ გამოსვლებთან ერთად, ის კრემლს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მზარდ გავლენაშიც ადანაშაულებს. სერებრენიკოვი 2017 წლის აგვისტოში დააკავეს.

რეჟისორი რუსეთის ფარგლებს გარეთაც კარგად არის ცნობილი. კირილ სერებრენიკოვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფილმს „მოსწავლე“, 2016 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფრანსუა შალეს სახელობის პრიზი გადაეცა. ფილმმა პრიზი ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოებაზეც მოიპოვა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG