ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რადკო მლადიჩი გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება


რადკო მლადიჩი გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარსდგება

ომის დანაშაულში ეჭვმიტანილ გენერალს -რადკო მლადიჩს -დღეს ჰააგაში ექსტრადაციის გამო შეტანილ საჩივარზე უარი განუცხადეს. ბოსნიელ სერბთა სამხედრო მეთაური გაეროს ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

დღეს დილით მას ნება დართეს ქალიშვილის საფლავი მოენახულებინა. ბადრაგის თანხლებით მლადიჩი ბელგრადის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მისი შვილი -ანაა- დაკრძალული. 1994 წელს ანამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

16 წლის მალვის შემდეგ მლადიჩი გასულ ხუთშაბათს ჩრდილოეთ სერბეთში დააპატიმრეს. გაეროს 1995 წლის ტრიბუნალის მიერ წაყენებული ბრალეულობის მიხედვით გენერალმა მლადიჩმა ყოფილი იუგოსლავიის ქალაქ სრებრენიცაში 8 ათასი მუსლიმი მამაკაცის და პატარა ბიჭის ამოხოცვას უხელმძღვანელა. გენოციდის გარდა მას 1992-1995 წლებში ალყაში მყოფ ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ჩადენილ ომის დანაშაულებებშიც ედება ბრალი.

XS
SM
MD
LG