ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერბეთმა მოლაპარაკებები დატოვა


სერბეთმა მოლაპარაკებები დატოვა

სერბეთის დელეგაციამ კოსოვოსთან ევროკავშირის შუამავლობით მოწყობილი მოლაპარაკება დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა.

ევროკავშირის დიპლომატთა განცხადებით სერბეთი არ იყო მზად სამშაბათს შეწყვეტილი მოლაპარაკების განახლებისთვის. შეგახსენებთ, გუშინ ნატოს სამშვიდობოებს და ეთნიკურ სერბებს შორის მომხდარ ინციდენტში 4 სამშვიდობო და 16 სერბი დაშავდა.

ე ვროკომისიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ახალი განრიგის დაწესებაზე იმუშავებს. მოლაპარაკება განახლდება, როგორც კი სერბეთის წარმომადგენლები მისთვის მზად იქნებიან. სერბეთი იმედოვნებს, რომ ოქტომბერში ის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი გახდება. თუმცა, ამავე დროს კოსოვოს საკუთარ ტერიტორიად თვლის და უარს ამბობს აღიაროს კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა.

გაეროს უშიშროების საბჭო დღეს სერბია-კოსოვოს საკითხზე კონსულტაციებს მართავს.

XS
SM
MD
LG