ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

11 წელი 11 სექტემბრის შემდეგ

One World Trade Center, center, rises above the National September 11 Memorial and Museum at the World Trade Center, Thursday, Sept. 6, 2012 in New York. Tuesday will mark the eleventh anniversary of the terrorist attacks of Sept. 11, 2001. The World Fina

თეთრ სახლში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი

დღეს, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში ათასობით ადამიანი იკრიბება, რათა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების 11 წლისთავი აღნიშნონ.

თეთრ სახლში, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ოჯახთან და ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, დილის 8:46 წუთზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. ზუსტად ამ დროს 11 წლის წინ ნიუ-იორკში ტყუპი ცათამბჯენების ერთ-ერთ შენობას პირველი თვითმფრინავი შეეჯახა.

მსგავსი ცერემონია გაიმართა თავდაცვის დეპარტამენტის შენობაში. 11 წლის წინ მესამე თვითმფრინავი პენტაგონს დაეჯახა. პენსილვანიაში, სადაც მეოთხე თვითმფრინავი ჩამოვარდა, ხსოვნის ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწრო. პენსილვანიაში ჩავიდა თავდაცვის მდივანი ლეონ პანეტაც.

„ჩემი შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ძალიან ხშირად ჩვენ არ გამოვთქვამთ შეშფოთებას იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც იბრძვიან და კვდებიან ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი დანაკარგები გრძელდება ავღანეთში. ისინი თავს ყოველდღე წირავენ, რათა ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული. ჩვენ მათი დავიწყების უფლება არ გვაქვს,“ - განაცხადა პანეტამ.
XS
SM
MD
LG