ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოვიდნენ


სენატორთა 26-კაციან ჯგუფში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები არიან

თეთრი სახლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ობამა ირანზე დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესების ნებისმიერი კანონპროექტის წინააღმდეგ ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვისთვის გათვალისწინებული საკანონმდებლო ინიციატივით სენატორთა ერთი ჯგუფი გამოვიდა.

თეთრი სახლის სპიკერმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ ადმინისტრაცია დამატებითი სანქციების საჭიროებას ვერ ხედავს. ამასთან, ნებისმიერი ახალი ზომა ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს რისკის ქვეშ დააყენებს. სენატორთა 26-კაციან ჯგუფში, რომელიც ახალი სანქციების მომხრეა, არიან როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კანონმდებლები.
XS
SM
MD
LG