ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები: სააკაშვილი სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას იმსახურებს


საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოთხი ამერიკელი სენატორი ეხმაურება.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სენატორების, ჯიმ რიშის (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი), რონ ჯონსონის (ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე) , ბენ კარდინის (ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე) და ჯინ შაჰინის (ევროპის ქვეკომიტეტის წამყვანი დემოკრატი წევრი) განცხადებაში, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოსაჩენად.

“ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, რომ საქართველოში ბატონი სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკურ პოლარიზებას გააღრმავებდა, ბატონი სააკაშვილი, ისევე როგორც ყველა პატიმარი, რომელიც ელის სასამართლოს, იმსახურებს სამართლიან და ღირსეულ მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტების და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.

დაჟინბით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევების გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სასამართლო პროცესს და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი სამართლიანად, გამჭვირვალედ და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გადადგან პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობისთვის საჭირო ნაბიჯები.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უპირატესობა მიანიჭოს სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას და გაითვალისწინოს ამ სიტუაციის გავლენა, საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ახლა დროა პოლიტიკური განსხვავებები ქართველი ხალხის სასარგებლოს გვერდზე გადაიდოს. სიტუაციის ყოველდღიურად დამძიმებასთან ერთად, იზრდება ასევე არასწორი გათვლების გაკეთების რისკებიც, რომელიც შეიძლება ბატონი სააკაშვილის სერიოზული ზიანით ან უარესით დასრულდეს. მსგავს ტრაგედიას, საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით“, - ამბობენ სენატორები.

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი დათანხმდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და განაცხადა, რომ გადაყვანის შემდეგ ის შიმშილობას შეწყვეტს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG