ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი შაჰინი: "რაშა თუდეი" რუსეთის ხელისუფლების ინსტრუმენტია


სენატორი ჯინ შაჰინი

ამერიკის „პროგრესის მოძრაობის ფონდის“ შეხვედრაზე რუსეთის მიერ ამერიკაში დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებზე ისაუბრეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა [ნიუ ჰემფშირის სენატორი] რუსეთის სტრატეგია და მიზნები განიხილა და ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რაც ამერიკამ უნდა გადადგას საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების და მოკავშირეების დასაცავად.

შაჰინის განცხადებით, ეს გამოწვევები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის, ორპარტიულ თანხმობას საჭიროებს. სენატორის თქმით, ამერიკამ უნდა შეისწავლოს რუსეთის დემოკრატიულ პროცესში ჩარევის მცდელობა და მიიღოს ზომები რათა მსგავსი შეტევებისგან თავი დაიცვას.

პრეზიდენტის წარმოდგენა ნატო-ზე შეიცვალა რაც იმედისმომცემია, ასევე სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ნატო-ს მნიშვნელობაზე და რაღა თქმა უნდა, თავდაცვის მდივანს, მატის ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციას

„ეს ტრამპის ადმინისტრაციის ადრეული ეტაპია, ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის წარმოდგენა ნატო-ზე შეიცვალა რაც იმედისმომცემია, ასევე სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა ნატო-ს მნიშვნელობაზე და რაღა თქმა უნდა, თავდაცვის მდივანს, მატის ესმის თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ორგანიზაციას და ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობას და რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ ერთად“, - განაცხადა შაჰინმა.

სენატორი შაჰინი ოთხპუნქტიანი გეგმის ინიციატივით გამოდის, რაც ამერიკას რუსეთის შეტევების თავიდან აცილებაში და შეჩერებაში დაეხმარება. ეს გეგმა მოიცავს სანქციების გაზრდას მათ შორის, ენერგო-სექტორზე, ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდას ბალტიისპირა ქვეყნებში და აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარების აღმოჩენას და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას. ამერიკის ხმის კითხვას, თუ რამდენად ფიქრობს შეძლებს თუ არა მისი ინიციატივა მხარდაჭერის მოპოვებას, შაჰინმა განაცხადა, რომ ამ საკითხების უმრავლესობაზე კონგრესს კონსესუსი აქვს.

„მე ვფიქრობ, სანქციების კანონს [რუსეთის წინააღმდეგ] დიდი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რესპუბლიკელ უმრავლესობას, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ნატო დგამს სამხედრო ნაბიჯებს და ხდება შენაერთების პოზიციების ცვლილება ევროპის მხარდაჭერის სტრატეგიის ფარგლებში და ამერიკაც უფრო აქტიურად უჭერს მხარს ამ პროცესებს. ჩვენ განვათავსებთ დამატებით საბრძოლო ბრიგადას პოლონეთში და ჩვენ ეს ქმედებები უნდა განვახორციელოთ, რათა რუსეთი მიხვდეს, რომ ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით.

ჩვენ გვჭირდება სტრატეგია რათა დეზინფორმაციის კამპანიას ვუპასუხოთ

და ბოლოს, უკრაინას და უკრაინის მცდელობებს ააშენოს დემოკრატიული ქვეყანა აქვს ორივე პარტიის მტკიცე მხარდაჭერა. იმედია მოხდება ამ საკითხების გატანა,“ - განაცხადა შაჰინმა.

სენატორმა შაჰინმა კონგრესში ცოტა ხნის წინ კანონპროეტი შეიტანა, რომელიც ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს აძლევს უფლებამოსილებას შეისწავლოს „საგარეო აგენტის რეგისტრაციის აქტის“ (FARA) დარღვევის შესაძლო შემთხვევა "რაშა თუდეი-ს" ამერიკის ოფისის მიერ. შაჰინის მიერ წარმოდგენილი კანონის მიზანი ამ აქტის განახლებაა, რომლითაც ორგანიზაციებს როგორიცაა, „რაშა თუდეი“, მოეთხოვებათ წარმოადგინონ საგარეო დაფინანსების წყაროების დოკუმენტაცია და მათი უცხოური კავშირების შესახებ ინფორმაცია.

თუმცა ჩვენ უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია და გავაგებინოთ მათ თუ რას უყურებენ.

„ჩვენ გვაქვს დეზინფორმაციის კამპანიის შესწავლის მცდელობები. რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაში კონსტიტუციის პირველი შესწორება სიტყვის თავისუფლების გარანტიას იძლევა და რა თქმა უნდა, არ დავხურავთ ამა თუ იმ გამოცემას. თუმცა ჩვენ უნდა მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია და გავაგებინოთ მათ, თუ რას უყურებენ. მაშინ როდესაც ჩვენს კანონმდებლობას ჩავარდნები გვაქვს, რაც აძლევს საშუალებას ისეთ ორგანზაციების, როგორიცაა რაშა თუდეი, რომ გვერდი აუარონ ჩვენ კანონმდებლობას და არ გაამხილონ, რომ ისინი რუსეთის მთავრობის დანაყოფი არიან“, - ამბობს შაჰინი.

კანონპროექტის მომავალი, რომელიც "რაშა თუდეი-ს" უცხოეთის აგენტის კვალიფიკაციას მიანიჭებს, ჯერ-ჯერობით უცნობია. სენატი ამ საკითხის შესახებ, განხილვას და დებადებს განაგრძობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG