ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას უსაფრთხოების გუნდი


ჰეგელის, ბრენანის და კერის პრიორიტეტები

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ბარაკ ობამა თავის მეორე საპრეზიდენტო ვადას, საკმაოდ გართულებული საგარეო პოლიტიკით იწყებს. როგორი იქნება მისი ახალი გუნდი და რამდენად ეფექტურად გაართმევენ ისინი თავს სერიოზულ გამოწვევებს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენტ კლეინი არკვევდა.
თავდაცვის მდივნის პოსტზე ჩაკ ჰეგელის წარდგენისას, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ობამა კარგად აცნობიერებდა, რომ მის გუნდს ცვალებად მსოფლიოსთან მოუწევს ურთიერთობა.

„ავღანეთში ომის დასრულება და მათზე ზრუნვა ვინც ბრძოლები გადაიტანა, საფრთხეების სრული სპექტრისთვის მომზადება, როგორც კონვენციური ასევე არაკონვენციური შეიარაღების ჩათვლით, მათ შორის ისეთი საკითხი, როგორიც არის კიბერუსაფრთხოება,“ - განსაზღვრა პრეზიდენტმა ობამამ ჩაკ ჰეგელის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები.
სენატში წარდგენისას ჰეგელმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში მას ისეთ ახალ საკითხებთან მოუწევს გამკვალება, რომელიც ავღანეთიდან ამერიკული შენაერთების სახლში დაბრუნებასთან არის დაკავშირებული.

„ეს არ ნიშნავს, რომ სხვა საფრთხეები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას ნაკლებად საშიში და რთულია. ფაქტობრივად, საქმე სხვაგვარად დგას. მალიში და ალჟირში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ნათლად მიგვითითებს ახალ რეალობაზე,“- აღნიშნა ჰეგელმა.

რესპუბლიკელმა ყოფილმა სენატორმა რიჩარდ ლუგარმა განაცხადა, რომ ახალი პრიორიტეტების განხორციელება პენტაგონს უკვე შემცირებული ბიუჯეტით მოუწევს, რაც პრობლემატურია.

„განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ამ ცვლილების განხორციელებას დაიწყებენ, იმ დროს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ ავღანეთის ომში ვართ ჩაბმული და უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია ამ საკითხში მთელ მსოფლიოში, სადაც შეიარაღებული ძალები გვყავს გაგზავნილი,“ - განაცხადა ლუგარმა.

ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი სახმელეთო ოპერაციებიდან ისეთ სადაზვერვო ოპერაციებზე გადადის, როგორიც არის უპილოტო საფრენი აპარატების, იგივე დრონების გამოყენება.

იუსტიციის დეპარტამენტის ბოლო განცხადების თანახმად, მთავრობას უფლება აქვს მოკლას ამერიკის მოქალაქე, თუკი აღნიშნული პირი არის ალ-ყაიდას ხელმძღვანელობაში და მუშაობს ამერიკის მოქალაქეების მოსაკლავად.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის პოსტზე პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ კონკრეტული ტერორისტების გამიზნულად ლიკვიდაცია აუცილებელია და ეთიკის და კანონის ნორმებში ჯდება.
რაც შეეხება საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს ჯონ კერის, მისი უმთავრესი პრიორიტეტი ირანის და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხეების აღკვეთა იქნება. როგორც სენატში გამოსვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, ის ყველაფერს იღონებს რათა ირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას.

„მე დღეს კიდევ გავიმეორებ: ჩვენი პოლიტიკა არ არის შეკავება, არამედ ეს არის აღკვეთის პოლიტიკა და საათის წამზომი ჩვენს მცდელობებზე უკვე ჩართულია,“ - განაცხადა ჯონ კერიმ.

თავის პირველ სამუშაო დღეს ჯონ კერიმ ისრაელის და პალესტინის ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა.
XS
SM
MD
LG