ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო რეფორმა სენატში


პრეზიდენტი ობამა ხვალ ლას-ვეგასში სიტყვას წარმოთქვამს

დღეს სენატში ორპარტიული ჯგუფი შეიკრიბება და საიმიგრაციო რეფორმაზე იმსჯელებენ. დოკუმენტი ხუთი გვერდისგან შდგება. დასაწყისშივე ნათქვამია, რომ კანონმდებლები აღიარებენ ამერიკის საიმიგრაციო სისტემის ნაკლოვანებას. ხვალ კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ლას ვეგასში ჩავა და საიმიგრაციო რეფორმის აუცილებლობაზე წარმოთქვამს სიტყვას. რეფორმის მიხედვით არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ იმიგრანტებმა უნდა გაიარონ შემოწმება, მიენიჭოთ ჯარიმების და გადასახადების გადახდის უფლება, შეეძლებათ პრობაციონერის სტატუსის მიღება, რაც საშუალებას მისცემთ ლეგალურად იცხოვრონ და იმუშაონ შეერთებულ შტატებში. კანონში განსაკუთრებული შეღავათები მიენიჭებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვობის დროს შემოიყვანეს ამერიკაში და ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ იმიგრანტებს, რომლებიც სენატორების თქმით, ამერიკის ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ.

„მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვხედავ სწორად მიმართულ სულისკვეთებას. ვხედავ, რომ შეთანხმების საგანი ხდება საკიტხი, რომელიც ადრე მოხსნილი იყო განხილვიდან,“ - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა რობერტ მენენდესმა.
XS
SM
MD
LG