ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატმა საფერმო კანონი მიიღო


გაიზრდება სუბსიდირებული სადაზღვევო პროგრამა, მაგრამ ოდნავ შეიკვეცება სურსათით დახმარების ბარათებისთვის განკუთვნილი დანახარჯი

შეერთებული შტატების სენატმა დაამტკიცა ტრილიონიანი საფერმო კანონი, რომელიც სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებად მარცვლეულის დაზღვევას ზრდის, თუმცა, ამავე დროს დახმარების სასურსათო პროგრამას ამცირებს.

ორშაბათს საფერმო კანონი 66-ით 27-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. კანონის ერთ-ერთი თანასპონსორი, მიჩიგანის დემოკრატი სენატორი, დები სტეიბნოუ აცხადებს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, მილიონობით სამუშაო ადგილი შენარჩუნდება. ამას გარდა, რეფორმების დანერგვის შედეგად გადამხდელთა მილიარდობით დოლარის ოდენობით თანხა დაიზოგება.

კანონის თანახმად, მცირედით იკვეცება სურსათით დახმარების ბარათების პროგრამის სუბსიდირება, რომელსაც დაბალშემოსავლიანი ამერიკელები იღებდნენ და შემდეგ სუპერმარკეტებში იყენებდნენ. ამასთან, გახანგრძლივდება მარცვლეულის დაზღვევის დაფინანსება, რაც ფერმერებს ხორბალზე ფასების დაცემის პერიოდში დაიცავს.
XS
SM
MD
LG