ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატი გენერალური პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობს


სენატორი ჯეფ სეშენსი
სენატორი ჯეფ სეშენსი

შეერთებული შტატების სენატის იურიდიული კომიტეტი სენატორ ჯეფ სეშენსის კანდიდატურას განიხილავს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის გენერალური პროკურორის პოსტზე წარადგინა. ვაშინგტონში დღეს დაგეგმილ მოსმენებზე კომიტეტი მას, სავარაუდოდ, დაამტკიცებს. შემდეგ კი კენჭისყრა სენატის გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართება.

დღევანდელ საკომიტეტო მოსმენებზე წინააღმდეგობას ელიან დემოკრატი სენატორებისგან, რომლებიც დონალდ ტრამპის მიერ პარასკევს, იმიგრაციის შეზღუდვის თაობაზე გამოცემულ საპრეზიდენტო განკარგულებას აკრიტიკებენ. ჯეფ სეშენსი იმიგრაციასთან დაკავშირებით, კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა და ამ მიმართულებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველიც იყო.

XS
SM
MD
LG