ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამმა რესპუბლიკელმა "ობამაქეარის" ჩანაცვლებას მხარი არ დაუჭირა


პარასკევ დილით ამერიკის სენატმა არ დაუჭირა მხარი სახელმწიფო ჯანდაცვის შესახებ კანონის - ე.წ. „ობამაქეარის“ ჩანაცვლებას.

სამმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა, ჯონ მაკკეინმა, ლიზა მუსკოვსკიმ და სიუზენ კოლინსმა დემოკრატების მსგავსად ცვლილებების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა. კანონის მომხრე რესპუბლიკელები 2 ხმით დამარცხდნენ.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კენჭისყრიდან მალევე „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 48 დემოკრატმა და სამმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ამერიკელ ხალხს იმედი გაუცრუა. რომ ე.წ. „ობამაქეარს“ დამღუპველი ეფექტი აქვს და მოქმედება გვიანდება.

ცვლილებების მიღების შემთხვევაში სხვა საკითხებთან ერთად შეიცვლებოდა ის რომ, ამერიკელთა უმრავლესობა ვალდებულია შეიძინოს სამედიცინო დაზღვევა ან მისი უქონლობის შემთხვევაში ჯარიმა გადაიხადოს. კომპანიები კი, რომლებსაც 50 ადამიანზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, აქამდე ვალდებულნი იყვნენ, მათთვის დაზღვევის პაკეტი შეეთავაზებინათ.

რესპუბლიკელი სენატორები თითქმის 7 წელია რაც ამ სისტემის შეცვლას ცდილობენ. თუმცა დემოკრატები ამბობენ, რომ სწორედ ამ კანონის წყალობით 20 მილიონ ამერიკელს ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა შეუძლია და რომ ცვლილებების შემთხვევაში, მათგან 16 მილიონი დაზღვევის პაკეტებს დაკარგავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG