ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ გააკონტროლებს აშშ-ის სენატს?


დღეს შეერთებული შტატები არა მხოლოდ პრეზიდენტს ირჩევს, არამედ 35 სენატორსაც. აქედან რამდენიმე რბოლის შედეგი გადაწყვეტს არა მხოლოდ მომავალი სენატის პარტიულ შემადგენლობას, არამედ მომავალი პრეზიდენტის დღის წესრიგის წარმატებას, ან წარუმატებლობასაც.

თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი გაიმარჯვებს, დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად სამი ადგილის მოგება დასჭირდებათ, თუ ტრამპი გაიმარჯვებს - ოთხი ადგილის. მოგეხსენებათ, თუ სენატში პარტიებს თანაბარი ადგილები აქვთ, გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტისაა.

ამჟამად რესპუბლიკელებს 53 სენატორი ჰყავთ, დემოკრატებს - 47. 12 დემოკრატი სენატორიდან 11-ს ხელახლა არჩევის კარგი შანსი აქვს და მხოლოდ ერთ დემოკრატ სენატორს, ალაბამელ დაგ ჯონსს უწინასწარმეტყველებენ დამარცხებას. მისი რესპუბლიკელი მეტოქეა საფეხბურთო მწვრთნელი ტომი ტაბერვილი, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუცხადა მხარდაჭერა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG