ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის სენატმა გაეროში ახალი ელჩი დაამტკიცა


ამერიკის სენატმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატს გაეროში, შეერთებული შტატების წარმომადგენლის პოსტზე. კელი კრაფტი, რომელიც წლების განმავლობაში რესპუბლიკური პარტიის დონორი იყო კენტუკის შტატიდან, ამჟამად ამერიკის ელჩია კანადაში. ის 56 ხმით 34-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. მას 51 რესპუბლიკელთან ერთად, 5-მა დემოკრატმაც დაუჭირა მხარი.

კრაფტი გაეროში ტრამპის პირველ ელჩს, ნიკი ჰეილის შეცვლის, რომელმაც ადმინისტრაცია დეკემბრის ბოლოს დატოვა. დემოკრატები კრაფტის კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ მას პოლიტიკური გამოცდილება აკლია.

გასულ თვეში გამართულ მოსმენებზე, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა ბობ მენენდესმა თქვა, რომ კრაფტი თავის მოვალეობებს 300-ზე მეტი დღის განმავლობაში არ ასრულებდა. მისი თქმით, კანადაში აშშ-ის ელჩს აკლია გამოცდილება და ოტავაში მოვალეობების შეუსრულებლობა აჩვენებს, რომ ის არაა მზად გაეროში ამერიკის ელჩობისთვის.

დემოკრატები მის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტზეც ამახვილებდნენ ყურადღებას. კრაფტის მეუღლე, ჯო კრაფტი "რესორს პარტნერს ალიანსის" დირექტორია, ეს უკანასკნელი კი ამერიკაში ქვანახშირის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG