ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს ფარული ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელებისთვის


თბილისი
თბილისი

საქართველოს სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელებისთვის. „ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე ბრალდებულის სახით, დაკავებულნი არიან პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების და არა მათი ინტერნეტსივრცეში ატვირთვის ფაქტზე, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გააშუქეს“ - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და პროკურატურა საზოგადოებას უახლოეს ხანში მიაწვდის ინფორმაციას დაკავებისა და საქმის გარემოებების შესახებ. ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯამალაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე

XS
SM
MD
LG