ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბრამდე გადაიდო


გიორგი გახარია

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში კლასებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო. აქვე, მისი განცხადებით, აღნიშნულ ქალაქებში სწავლება 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება პირველი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - თქვა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG