ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი მოსწავლეები იარაღით ძალადობას აპროტესტებენ


ათობით ათასი სტუდენტი შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში ქუჩებში გამოვიდა იარაღით ძალადობის გასაპროტესტებლად.

ორგანიზატორების თქმით, მოსწავლეები ამით ამერიკის კონგრესს აჩვენებენ, თუ რას ნიშნავს და რა შედეგი მოაქვს საკანონმდებლო ორგანოს უმოქმედობას.

14 თებერვალს შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ცეცხლი გაუხასნა ფლორიდაში, პარკლენდის საშუალო სკოლის მოსწავლეებს და 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორგანიზატორების განცხადებით, აშშ-ის და მსოფლიოს მასშტაბით 3, 000-მდე ანალოგიური აქცია იგეგმება.

XS
SM
MD
LG