ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნადია სავჩენკო რუსეთის ციხეში მშრალ შიმშილობას იწყებს


უკრაინელმა სამხედრო პილოტმა ნადია სავჩენკომ, რომელიც რუსეთის სასამართლომ ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობისთვის გაასამართლა, შიმშილობა დაიწყო.

სავჩენკოს ადვოკატმა - მარკ ფეიგინმა ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სავჩენკო მშრალ შიმშილობას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საჭმლის ან წყლის მიღებაზე უარს აცხადებს და უკრაინაში დაუყოვნებელ გაგზავნას მოითხოვს.

რუსეთის სასამრთლომ 34 წლის პილოტს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სავჩენკომ რუსეთის სასამართლოს განაჩენის გასამართლებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ის არ სცნობს რუსეთის ლეგალური სისტემის უფლებამოსილებას. სავჩენკო თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ ის უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთში გადასაყვანად ძალის გამოყენებით გაიტაცეს.

XS
SM
MD
LG