ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოროშენკო კრემლისგან სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვს


ნადია სავჩენკო, სასამართლოს დარბაზში, 9 მარტი, 2016
ნადია სავჩენკო, სასამართლოს დარბაზში, 9 მარტი, 2016

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს სამხედრო პილოტის ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

პოროშენკომ ვიდეო მიმართვა დღეს სოციალურ მედიაში გაავრცელა, სადაც სავჩენკოს სასამართლო პროცესს ფარსი უწოდა.

რუსეთს მისი გათავისუფლებისკენ სამშაბათს მოუწოდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც.

სავჩენკოს მხარდამჭერი აქციები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, თბილისშიც გაიმართა.

სავჩენკოს ბრალი 2014 წლის ივნისში უკრაინის ლუგანსკის რეგიონში საჰაერო დაბომბვაში ედება, რომლის დროსაც რუსეთის ტელევიზიის ჟურნალისტები დაიღუპნენ. მის საქმეზე გადაწყვეტილებას სასამართლო მარტის ბოლოს გამოიტანს. პროკურატურა მისთვის თავისუფლების 23 წლით აღკვეთას ითხოვს.

XS
SM
MD
LG