ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიამ „ამერიკის ხმის" თანამგზავრი ჩაახშო


.
.

„ამერიკის ხმისა" და „ბი-ბი-სის" თანამგზავრით მაუწყებლობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ხარვეზებით წარმოებს. მიზეზი სირიის მიერ სიგნალის ჩახშობის მცდელობაა.

„ამერიკის ხმისა" და „ბი-ბი-სის" თანამგზავრული კავშირით უზრუნველყოფის კომპანია აცხადებს, რომ ორი მაუწყებლის მიერ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში გაგზავნილი სიგნალი სირიიდან იქნა ჩახშობილი.

ფრანგულმა კომპანიამ - „იუტელსატმა" „ამერიკის ხმასთან" საუბარში განაცხადა, რომ ჩამხშობი სიგნალი ნამდვილად სირიიდან მოდიოდა.

გერმანული კომპანია - „დოიჩე ველე", რომელიც გერმანიიდან აწარმოებს არაბულენოვან მაუწყებლობას აცხადებს, რომ სიგნალის დაბლოკვის მცდელობის უკან ირანი დგას.
XS
SM
MD
LG