ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერჟ სარქისიანი გადადგა


ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად, სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარქისიანი თანამდებობიდან გადადგა.

სარქისიანი, პრემიერ მინისტრად დანიშვნამდე, პრეზიდენტის პოსტს ათი წლის განმავლობაში იკავებდა. ოპონენტები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, მას ქვეყნის ლიდერის პოსტზე, ფაქტობრივად უვადოდ ტოვებდა.

სარქისიანის გადადგომამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპროტესტო გამოსვლების ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ციხიდან გაათავისუფლეს. ის 22 აპრილს, ერევანში, სარქისიანთან ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ დააკავეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG