ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები სტიქიით დაღუპულებს პატივს მიაგებენ


ნიუ იორკის მთავრობა დაზარალებულებს 5 მილიარდი დოლარით დაეხმარება

დღეს საღამოს ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის სანაპირო უბნების მაცხოვრებლები ქარიშხალ სენდის დროს დაღუპულთა მოსაგონრად სანთლებს აანთებენ.

ერთი წლის წინ ძლიერი შტორმის შედეგად ნიუ იორკში მეტროს სადგურები დაიტბორა, დაინგრა ასობით საცხოვრებელი სახლი და მილიონობით მაცხოვრებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქარიშხალმა სენდიმ სულ 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სტიქია 24 შტატზე გავრცელდა და ფინანსურმა ზარალმა 65 მილიარდს დოლარს მიაღწია.

ამერიკის მთავრობამ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მილიარდობით დოლარი დახარჯა. გუშინ მთავრობამ დახმარების მეორე რაუნდის გეგმა წარმოადგინა, რომელიც ნიუ იორკის და მის მიდებარე შტატებში დაზარალებულებს 5 მილიარდი დოლარით დაეხმარება.
XS
SM
MD
LG